21:34 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 15:00:03, 2300 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ვოლსკი ჟურნალისტებს: თქვენ გინდათ, ეს თემა გაბეროთ და წამოწიოთ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ იუსტიციის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანი ეკა ბესელიამ ჩაანაცვლოს, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ მსგავსი საუბრები უსაფუძვლოა. 

„ათასგვარი ჭორი ვრცელდება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს ჭორი პოლიტიკურ სპეკულაციებთან, პოლიტიკურ პოზიციებთანაა დაკავშირებული. ვამბობ, რომ ეს საუბარი საფუძვლიანი არ არის და თქვენ გინდათ, ეს თემა გაბეროთ და წამოწიოთ“, - უპასუხა ვოლსკიმ ჟურნალისტებს. 

ცნობისთვის, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თანამდებობა შესაძლოა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ დაიკავოს. თეა წულუკიანი ამ დროისთვის დეკრეტშია გასული. მინისტრის მოვალეობებს მისი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ასრულებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics