16:53 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 12:12:04, 2131 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: რუსული პროპაგანდის გასაბათილებლად ერთიანი მიდგომის არსებობაა საჭირო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში  - NGPD Forum 2017 მიიღო მონაწილეობა, რომელიც თბილისში უკვე მეორედ ტარდება.

ფორუმის მონაწილეებს გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია მსგავსი შეკრებების ორგანიზება ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომლის წინაშეც დგას ისტორიული მისია - რთულ ვითარებაში გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა.

გიორგი მარგველაშვილმა ფორუმზე გამოსვლისას საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, დიპლომატიურ პროცესებში სახალხო დიპლომატიის როლზე და რუსეთ - საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, რეგიონში უსაფრთხოების გარემოს რეალურ შესუსტებას იწვევს ჰიბრიდული ომი, კიბერდაპირისპირებები, რუსეთის მიერ საზოგადოებაზე აგიტაციის მეშვეობით გავლენის სერიოზული მცდელობა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ თვალსაზრისით  გადამწყვეტია საზოგადოების და ხელისუფლების ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება, ერთიანი მიდგომა, ერთიანი მესიჯის არსებობა.

მარგველაშვილის განცხადებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ - ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში საჭიროა ერთიანი მესიჯი, რომელიც გააბათილებდა იმ პროპაგანდისტულ კამპანიას, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია, როგორც საქართველოს, ასევე სხვა, ახალი დემოკრატიების მიმართ, როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, ასევე ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით მდგრადი და ერთიანი პოზიცია აჩვენეს ქართულმა საზოგადოებამ, არასამთავრობო სექტორმა და პოლიტიკურმა პარტიებმა, თუმცა, რეალურად, ამ მიმართულებით მუშაობა მუდმივად გასაღრმავებელი და გასაძლიერებელია.

გიორგი მარგველაშვილმა ფორუმის მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა, რომელიც ნატო-ში და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს გაწევრიანების მიმართ სკეპტიციზმის გამკლავების გზებს, რუსულ პროპაგანდას და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პრობლემებს შეეხებოდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და მდივნის მოადგილე ივანე მაჭავარიანი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics