11:26 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-06 09:53:16, 1891 ნახვა

კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი: ქუთაისი მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი ხდება

ქუთაისში როგორც თვითმფრინავით, ისე მატარებლით ჩასულ მგზავრებს ერთმანეთთან საფეხმავლო ბილიკი დააკავშირებს, - ქუთაისის აეროპორტში სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულების - სივრცითი განვითარების შემადგენელი ნაწილია, პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან, ყველა სამგზავრო მატარებელი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით თუ პირიქით იმოძრავებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ჭიშკრის წინ გაჩერდება.

„დღევანდელი სტატისტიკით, ეს იქნება დაახლოებით 12 მატარებელი 24 საათის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად საქართველოს ყველა წერტილიდან, აეროპორტის მიმართულებით თუ პირიქით, საქართველოს ნებისმიერ წერტილში მისვლა ძალიან იოლი იქნება. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ქუთაისი ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი ლოგისტიკური, ტურისტული თვალსაზრისით, პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ პროექტის განსახორციელებლად სავარაუდოდ დასახელებული ერთი წელი საჭირო არ იქნება და „საქართველოს რკინიგზა“ მშენებლობას უფრო ნაკლებ დროში დაასრულებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics