2017-03-31 13:48:43, 2005 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი: მიხარია, რომ ქვეყნის მეთაურის არჩევასთან დაკავშირებით საზოგადოებამ მკაფიო პოზიცია დააფიქსირა
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, განსაკუთრებით საინტერესოა რეიტინგებში ის პოზიცია, რომელიც პრეზიდენტის არჩევის წესთან არის დაკავშირებული.
ამის შესახებ პრეზიდენტმა IRI-ის კვლევის კომენტირებისას განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართველ ხალხის ინტერესშია, შენარჩუნდეს ქვეყნის მეთაურის არჩევა.
„ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო ამ რეიტინგებში იყო ის პოზიცია, რომელიც დაფიქსირდა პრეზიდენტის ინსტიტუტის საერთო-სახალხო არჩევასთან დაკავშირებით. მიხარია, რომ ქართულმა საზოგადოებამ ასე ერთმნიშვნელოვნად მკაფიო პოზიცია დაუფიქსირა მთელს სახელმწიფოს - ქართველ ხალხის ინტერესშია, შენარჩუნდეს ქვეყნის მეთაურის არჩევა. ასეთი ნათელი გზავნილი ბუნებრივია, უნდა იქნას გაზიარებული“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან