14:58 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 11:54:58, 2450 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
პრემიერი: წლევანდელი დაგეგმილი ბიუჯეტი არის აბსოლუტურად რეალისტური

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები შეაფასა.

„2017 წლის იანვარში რეალური ეკონომიკური ზრდამ 5.2 პროცენტი, თებერვალში კი - 4,4 პროცენტი შეადგინა. ორი თვის ჯამური მაჩვენებელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, არის 4.8 პროცენტიანი რეალური ზრდა, რაც ძალიან მისასალმებელია,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ეს გამოწვეულია კონკრეტული მიმართულებებით და ძალიან კარგი დინამიკით. ესაა, საწარმოთა ბრუნვა; ექსპორტია მნიშვნელოვნად გაზრდილი, ტურისტების რაოდენობაა მნიშვნელოვნად გაზრდილი, ასევე ფულადი გზავნილების რაოდენობაცაა მნიშვნელოვნად გაზრდილი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ეკონომიკური ზრდა არის დიდწილად გამოწვეული იმითაც, რომ საქართველოს სამეზობლოში ასევე პოზიტიური დინამიკაა.  

„დიდი იმედი მაქვს, რომ ეს წელი გვექნება ძალიან კარგი მაჩვენებლებით გამორჩეული. ეს ასევე ადასტურებს, რომ 4-პუნქტიანი გეგმა, თავისი ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების ნაწილით, მუშაობს და წლევანდელი დაგეგმილი ბიუჯეტი არის აბსოლუტურად რეალისტური. ჩვენ სავალუტო ფონდთან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები და გვაქვს პრაქტიკულად „მწვანე შუქი“ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მისაღებ დაფინანსებაზე, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი გეგმები, რომლებიც გამოვაცხადეთ, არის აბსოლუტურად რეალისტური და ჩვენ ფეხდაფეხ მივყვებით მის ცხოვრებაში გატარებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics