17:31 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-25 12:53:51, 1969 ნახვა

კომენტარი
კელი: ყოველთვის მხარს დავუჭერთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ დოკუმენტებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციას მხარი დაუჭირა. 

როგორც საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ აღნშნა, აშშ-ს სეპარატისტულ რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვიტარება აწუხებს. 

"ჩვენ მხარი დავუჭირეთ ამ რეზოლუციას. ჩვენ გვაწუხებს სეპარატისტულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება. 21-ე საუკუნეში აუცილებელია ბარიერების მოხსნა და მეტი კომუნიკაცია. აშშ-ი ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ დოკუმენტებს",-განაცხადა იან კელიმ. 

შეგახსენებთ, რომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ 34-ე სესიის ფარგლებში საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო. დოკუმენტში კიდევ ერთხელ არის მხარდაჭერილი საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა; აღიარებულია მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებათა განმტკიცების მიმართულებით; გამოთქმულია სერიოზული შეშფოთება ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით; ხაზგასმულია, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მექანიზმები ვერ შედიან.

გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციას განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„ეს არის პირველი რეზოლუცია, რომელიც ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებელმა გაერო-ს სპეციალურმა ორგანომ - ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო საქართველოს საკითხზე. რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics