19:13 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 12:27:05, 1781 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ნარმანია: 27-28 მარტს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო ღონისძიება გელოდებათ

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, 27-28 მარტს დედაქალაქში, ვიზალიბერალზიაციის ამოქმედებასთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიებები გაიმართება.

ნარმანიას თქმით, ღონისძიებათა პროგრამა უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

"28 მარტიდან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დედაქალაქში საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი. ჩატარდება როგორც 27, ასევე 28 მარტს. 27 მარტს "ახალი ტფილისის" ტერიტორიაზე, ანუ განახლებული აღმაშენებლის გამზირზე მთელი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიება ჩატარდება. ევროპა ქუჩაზე ელოდება ჩვენს თანამოქალაქეებს, რაც გულისხმობს როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის სხვადასხვა სახის ღონისძიებას. ხოლო 28 მარტს ევროპის მოედანზე ჩატარდება გალა კონცერტი, სადაც ძალიან საინტერესო პროგრამაა წარმოდგენილი. ასე რომ 27-28 მარტს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიება გელოდებათ თითოეულ თქვენგანს. როგორც 27, ასევე 28 მარტის ღონისძიებების ძირითადი მონაწილეები ცნობილია. შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია. იქნება როგორც სხვადასხვა ევროპული ტიპის ღონისძიება, ასევე ადგილობრივი შემსრულებლები. ეს პროგრამა უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება",- განაცხადა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics