08:04 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-17 14:25:36, 2240 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სიიარტო: საქართველომ ვიზალიბერალიზაციის კუთხით წარმატების მისაღწევად ძალისხმევა არ დაიშურა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოს განცხადებით, საქართველომ ვიზალიბერალიზაციის კუთხით წარმატების მისაღწევად ძალისხმევა არ დაიშურა.

როგორც მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველომ ყველა მოთხოვნა შეასრულა და ყველა მოლოდინი გაამართლა. 

"ჩვენ იმედგაცრუებულნი ვიყავით იმის გამო,რომ ჯერ კიდევ არ გაქვთ  უვიზო მიმოსვლა,  მაგრამ მარტის ბოლოს ეს უკვე შესაძლებელი გახდება და იმედი გვაქვს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის დაბადების დღისთვის, თქვენ უკვე გექნებათ უვიზო მიმოსვლა. მინდა განსაკუთრებით გამოვყო მიხეილ ჯანელიძის პირადი ძალისხმევა ამ მიმართულებით", - აღნიშნა უნგრეთის საგარეო მინისტრმა. 

მან ხაზი გაუსვა უნგრეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, მათ შორის ვიზის ლიბერალიზაციისმიმდინარეობის მთელს პროცესში.

პიტერ სიიარტო საქართველოს 17 მარტს ეწვია, რა დროსაც გამართავს ოფიციალურ შეხვედრებს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელიხელისუფლების წარმომადგენლებთან. მიხეილ ჯანელიძესთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე მინისტრებმა საქართველოსა და უნგრეთს შორისარსებულ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერაზე, როგორც საქართველოსევროპული მისწრაფების, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics