09:25 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-15 14:33:22, 2114 ნახვა

კომენტარი
კობახიძე მარგველაშვილის გამოსვლის თარიღზე: ველოდებით შემოთავაზებას პრეზიდენტის მხრიდან

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისგან პარლამენტში მისი გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით შემოთავაზებას ელიან. 

კობახიძის თქმით, თარიღი კონსულტაციების შედეგად უნდა გადაწყდეს.

„მზად ვართ, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები გავმართოთ. ვერ გეტყვით, გამოსვლა როდის იქნება. იყო თარიღის გარკვეული შემოთავაზება, თუმცა ის ემთხვეოდა მნიშვნელოვან ღონისძიებას - საქართველოში ჩამოდის ხუთი ქვეყნის სპიკერი და ორი ქვეყნის ვიცე-სპიკერი. 

შევთანხმდით, რომ პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი გადაგვეწია, თუმცა დამატებითი კონსულტაციები არ გამართულა. ველოდებით შემოთავაზებას პრეზიდენტის მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics