03:48 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 18:14:44, 1746 ნახვა

კომენტარი
გიორგი ტუღუში: ყოველდღე უნდა ვაკაკუნოთ ნატოს კარზე, რათა რაც შეიძლება მალე გავხდეთ ალიანსის წევრები

"ჩვენ ყოველ დღე უნდა ვაკაკუნოთ ნატოს კარზე იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე გავხდეთ ალიანსის წევრები", - ასე შეაფასა ნატოს გენერალური მდივნის ანგარიში ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ტუღუშმა.

როგორც ტუღუშმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისასალმებელია, რომ ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს პოზიტიურ კონტექსტში იხსენიებს.

 მისივე შეფასებით, ხელისუფლება აღნიშნული მიმართულებით, უფრო პროაქტიური უნდა იყოს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ნატოს გენერალური მდივანი პოზიტიურ კონტექსტში იხსენიებს ქვეყანას, როგორც ნატოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორ სახელმწიფოს. თუმცა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლება იყოს უფრო პროაქტიური და ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგას იმისთვის, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში  საქართველოს ინტეგრაცია დაჩქარდეს. ცხადია, არსებობს სიძნელეები, მაგრამ ბოლო დროს, გვქონდა არაერთი შემთხვევა, როდესაც ვაკვირდებოდით შემდეგ მოვლენებს, მაგალითად თავდაცვის მინისტრი ამბობდა, რომ ალბათ არ დაესწრება მინისტერიალს. იყო შემთხვევები, როცა ხელისუფლება ცდილობდა რაღაც ფორმატს შეგნებულად გამოთიშვოდა. ჩვენ ყოველდღე უნდა ვაკაკუნოთ, ნატოს კარზე იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე გავხდეთ ალიანსის წევრები", - განაცხადა ტუღუშმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics