05:32 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 16:13:07, 1962 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სუბარი ე.წ. მოსმენების კანონზე: თუ პრეზიდენტს არ მოსწონს, შეუძლია ვეტო დაადოს

"კანონზე, რომელზეც ახლა მიდის მუშაობა და პრაქტიკულად მიღებულია, არის აბსოლუტურად იმ სტანდარტის, როგორიც არის დასავლურ, ევროპულ ქვეყნებში",- ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა ე.წ მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, თუ პრეზიდენტს ეს კანონპროექტი არ მოსწონს, შეუძლია დაადოს ვეტო და პარლამენტი ამ საკითხზე იმსჯელებს.

"აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს. ნებისმიერს შეუძლია, აიღოს ევროპული ქვეყნების გამოცდილება და შეადაროს მათ. პრეზიდენტს ეს თუ არ მოსწონს, შეუძლია დაადოს ვეტო და პარლამენტი იმსჯელებს დაძლიოს, ან არ დაძლიოს", - განმარტა სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა 1 მარტს ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3 კი, წინააღმდეგი იყო. სხდომას პროტესტის ნიშნად "პატრიოტთა ალიანსის" და "ევროპული საქართველოს" წევრები არ დაესწრნენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics