17:24 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 14:04:09, 1932 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ეკა ბესელია: პატრიარქს პალატაში ხვალ გადაიყვანენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს პატრიარქის ოპერაცია წარმატებით დასრულდა და ილია მეორე თავს კარგად გრძნობს.

როგორც მან აღნიშნა, პატრიარქი ხვალ უკვე პალატაში იქნება გადაყვანილი.

"სულ რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრე მამა დავითს, რომელიც იმყოფება პატრიარქთან ერთად ბერლინში. გვაქვს კარგი ინფორმაცია, რომ ოპერაციამ კარგად ჩაიარა და პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. დროულად ჩატარდა ყველა აუცილებელი ქირურგიული ჩარევა. რაც მთავარია, შედეგი ძალიან კარგია, პატრიარქი ხვალ უკვე პალატაში იქნება გადაყვანილი, ეს არის  ყველაზე სასიხარულო ინფორმაცია ჩვენთვის",-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, ბერლინში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ოპერაცია დასრულდა. როგორც კლინიკის ექიმმა აღნიშნა, ოპერაციამ კარგად ჩაიარა და პატრიარქი თავს კარგად გრძნობს.

შეგახსენებთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა. მიღებული მონაცემების საფუძველზე ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა.  ილია მეორე გერმანიაში 2 თებერვალს გაემგზავრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics