15:09 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-08 14:55:56, 1952 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ბოკუჩავა: თქვენი პრიორიტეტია, ივანიშვილის კეთილდღეობა, რომ მას ის ხე ჰქონდეს სახლში, რომელიც სურს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულება არა მხოლოდ ეკონომიკურად წამგებიანია, არამედ პოლიტიკურადაც ძალაინ სერიოზულ საფრთხეებს მოიცავს.

„“გაზპრომთან“ ხელშეკრულების გაფორმება აწყობს მხოლოდ ერთ ადამიანს და მის ხელქვეითს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც თვითონ აქციონერია გაზპრომში, რა თქმა უნდა, და მის ხელქვეით კახა კალაძეს, რომელმაც სავარაუდოდ, ფული გააკეთა ხელშეკრულებიდან. ეს დარწმუნებული ვარ, თქვენთვის ნათელია და ძალიან მიკვირს, რომ ამ დარბაზში არავინ შეშფოთებას არ გამოხატავს ამასთან დაკავშირებით.  ეს არის მილიარდელი ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც იზრდის ხელფასებს, დანამატებს, პრემიებს, ქრთამებს ისტუმრებს ბიუჯეტის სახსრებით, მაგრამ დევნილებს, სოციალურად დაუცველებს და ჯარს უმცირებს დახმარებას და ბიუჯეტს, რადგან თქვენი პრიორიტეტი არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის კეთილდღეობა, ის, რომ მას ის ხე ჰქონდეს სახლში, რომელიც  სურს“,-აღნიშნა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics