07:39 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 13:02:38, 1678 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სუბარი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს ყველა იმ სიკეთეს ვთავაზობთ, რაც ევროპასთან ინტეგრაციას მოაქვს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს  მოქალაქეებისთვის იმ პოლიტიკური კურსის გზაზე, რომელიც გულისხმობს ქვეყნის ევროპაში ინტეგრაციას.

 რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს, სუბარის თქმით, საქართველოს მთავრობა  მათ მიმართ  სრულიად გახნილები არიან  და  ყველა იმ სიკეთეს სთავაზობს, რაც ევროპასთან ინტეგრაციას მოაქვს:

 „დღეს ერთ-ერთი საკითხი, რასაც განვიხილავდით იყო ის, როგორ უნდა ჩავრთოთ ამ პროცესში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები. როცა საუბარია სამეწარმეო საქმიანობაში ჩართვაზე, ვფიქრობთ, უფრო მარტივი პროცედურები უნდა შევიმუშაოთ. ასეთი ორმხრივი ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. თებერვლის ბოლოს მაქვს შეხვედრა აფხაზურ მხარესთან. უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოძიების მიმართულებით. შეიძლება ითქვას, რომ გახსნილი პოლიტიკის შედეგია, რომ ასეულობით ნეშტი იქნა იდენტიფიცირებული. ამით აფხაზეთის მხარე ბევრად ნაკლებს იღებს, მაგრამ მოდიან ამ ნაბიჯზე ღიად. უყურებენ ამას, როგორც წმინდა ჰუმანიტარულ საკითხს”,-აღნიშნა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics