13:34 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-25 14:04:36, 1570 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჭიაბერაშვილი: ქვეყანამ მიიღო კიდევ ერთი დარტყმა, რაც დასტურია იმისა, თუ როგორ აღიქვამენ საქართველოს სტრასბურგში

„ქვეყანამ მიიღო კიდევ ერთი დარტყმა, რაც დასტურია იმისა, თუ როგორ აღიქვამენ დღეს ჩვენს ქვეყანას სტრასბურგში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიერ წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების დაწუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, საქართველოს აღიქვამენ როგორც ქვეყანას, სადაც ჰყავთ პოლიტპატიმრები შერჩევითი სამართლის პირობებში.

,,ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური ქვეკომიტეტის მიერ რომელიმე ქვეყნიდან წარგზავნილი მოსამართლეების მთლიანი სიის დაწუნება  მაშინ ხდება, როდესაც სტრასბურგს ეჭვი ეპარება იმაში, რომ სია არასათანადო, გაუმჭვირვალე პროცედურებით იყო წარდგენილი და აქ ხელისუფლების ხელი არასასურველად ურევია.  ქალბატონი წულუკიანი ცდილობდა საკუთარი პროტეჟეები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში დაენიშნა. მას ეს თავნებობა  ბიძინა ივანიშვილის საქართველოში გასდის, რომელიც სტრასბურგში რა თქმა უნდა არ გაუვიდა. ეს არის ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის კიდევ ერთხელ შელახვა ბიძინა ივანიშვილის მთავრობის უგუნური ქმედებების გამო, მაგრამ მეორეს მხრივ კარგია იმ თვალსაზრისით, რომ მათ ვერ მოახერხეს პირადი მოსამართლეების გაყვანა. ქვეყანამ მიიღო კიდევ ერთი დარტყმა, რაც დასტურია იმისა, თუ როგორ აღიქვამენ დღეს ჩვენს ქვეყანას სტრასბურგში. საქართველოს აღიქვამენ ქვეყანას, სადაც ჰყავთ პოლიტპატიმრები შერჩევითი სამართლის პირობებში, სადაც ხელისუფლება არ იცავს მაღალ სტანდარტებს“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ცნობისთვის, 2016 წლის 29-30 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის სხდომაზე საქართველოდან წარდგენილ 3 კანდიდატთან: ევა გოცირიძესთან, ალექსანდრე ბარამიძესთან, გიორგი ბადაშვილთან გასაუბრებები გაიმართა, შემდეგ კი, კენჭისყრა 2017 წლის იანვრისთვის გადაიდო.

გუშინ გამართულ კენჭისყრაზე სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატურები ჩავარდა. კანდიდატურების წინააღმდეგ ხმა 5-მა მისცა, 1 მომხრე იყო, 2-მა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის საელჩომ საქართველოს დედაენის დღე მიულოცა
„ოცნების“ წარმომადგენელი: უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის განცხადება მისასალმებელია
საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა
აფხაზეთიდან საოკუპაციო ძალებმა დედა-შვილი საქართველოს დროშის ქვეშ ფოტოს გადაღების გამო გააძევეს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics