12:57 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-15 17:14:04, 5122 ნახვა

კულტურა
ნიჭიერი ქართველი გიტარისტის შემოქმედებითი გზა

აჩი ხახვიაშვილი, ფსევდონიმით აჩი შრედერი, იმ გიტარისტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელმაც საქართველოში წლების განმავლობაში სახელი გაითქვა, როგორც უნიჭიერესმა შემსრულებელმა.

იგი დაიბადა 1984 წელს თბილისში. 14 წლის ასაკში დაინტერესდა გიტარით, რაც ბრწყინვალედ აითვისა და მას შემდეგ მისი განუყრელი მეგობარი გიტარაა.

საქართველოში აჩი შრედერად ცნობილი გიტარისტი უნიკალურია მუსიკის სხვადასხვა ჟანრში: უკრავს ჯაზს, პოპ მუსიკას, როკს და ფანკს. პირველად, როდესაც იყო 18 წლის, გამოჩნდა კვიპროსის ცნობილ ბარებსა და კლუბებში, როგორც სოლო გიტარისტი

უკვე 14 წელია აქტიურად აგრძელებს თავის საქმიანობას. კონტრაქტები ჰქონდა და აქვს გაფორმებული კვიპროსში, ყაზახეთში და თურქეთში. აჩი მუშაობდა ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორიცაა 80-იანების ლეგენდარული როკ ჯგუფის Gorky Park-ის ერთ-ერთი წევრი, რომელთან ერთადაც გამოდიოდა ალმაატის ყველაზე პოპულარულ კლუბებში.

გარდა ამისა, მუშაობს სტუდიებში მიწვეულ მუსიკოსად. მისი სოლო ორჯერ მოხვდა Jamtrackcentral-ს მიერ ჩატარებული ონლაინ კონკურსების შედეგად გამოვლენილ 5 საუკეთესო სოლოში. აქვს საკუთარი კომპოზიციები, რომლითაც ალბომის ჩაწერას გეგმავს.

https://www.youtube.com/watch?v=odzS95B6IqU&app=desktop

 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics