13:32 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-19 13:48:37, 1352 ნახვა

კომენტარი
მღებრიშვილი: მივიღე გადაწყვეტილება, რომ დანაშაულის სტატისტიკა აღარ ქვეყნდება, ამას კანონი არ მავალდებულებს

„მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დანაშაულის სტატისტიკა არ ქვეყნდება, არანაირი კანონი ამას არ მავალდებულებს“,-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებულ საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგია ერთიანი არ არის და ვისაც როგორ უნდა ისე ითვლის.

„მხედველობაში მაქვს ის უწყებები, რომლებიც ითხოვენ ამ სტატისტიკას. ამას მიეძღვნა ერთი შეხვედრა, რომელიც ჩაატარა ჩემმა მოადგილემ, კონკრეტულად ახსნა ეს ყველაფერი და მე ვფიქრობ, რომ ყბადაღებულ თემად იქცა სტატისტიკა, თითქოს ჩვენ არ ვაქვეყნებთ სტატისტიკას, ვმალავთ. არავისთან არაფერს არ ვმალავთ, ძალიან ბევრი ინტერპრეტაციის საშუალება აქვს ძალიან ბევრ ადამიანს, როგორც უნდა ისე ითვლის ამ სტატისტიკას. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, სტატისტიკა დაითვლება წლის ბოლოს, როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არსებობს და არა ისე, როგორც ახლა - მთელ შინაგან საქმეთა სამინისტროს კედელთან გვაყენებენ და გვეუბნებიან, რომ ლამის არის კვირაში ერთხელ ვაქვეყნებთ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ინფორმაციას“, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics