11:59 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-25 12:28:26, 622 ნახვა

ეკონომიკა
ქადაგიძე: ეროვნული ბანკი სესხების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით მუშაობას აგრძელებს

„ეროვნული ბანკი სესხების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით მუშაობას აგრძელებს“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, ეროვნულ ბანკს აინტერესებს რიცხვები, თუ რა რაოდენობის სესხის რესტრუქტურიზაცია მოხდა და როგორი იყო მოთხოვნა მსესხებლების მხრიდან ასეთი ტიპის რესტრუქტურიზაციაზე.

თუმცა, ქადაგიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სესხების რესტრუქტურიზაცია საკითხის ფუნდამენტურ გადაწყვეტას არ ნიშნავს.

„სესხების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. რიგმა ბანკებმა განახორციელეს თავიანთი შეთავაზებები. ჩვენ გვაინტერესებს რიცხვები, რა რაოდენობის სესხების რესტრუქტურიზაცია მოხდა, როგორი იყო მოთხოვნა ასეთი ტიპის რესტრუქტურიზაციაზე მსესხებლების მხრიდან. მაგრამ, აქვე, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის ფუნდამენტური საკითხის გადაწყვეტა, ეს არის მხოლოდ დროებითი შემსუბუქება ტვირთის ამ ადამიანებისთვის, მეტი პროგნოზის გაკეთება ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია“, - განაცხადა ქადაგიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics