03:31 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 16:16:26, 1881 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მთავრობა საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმას დაამტკიცებს

მთავრობა საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების ათწლიან გეგმას დაამტკიცებს,.

2017-2027 წლების სამოქმედო გეგმა, რომელსაც ენერგეტიკის სამინისტრო წარადგენს, გადამცემი ქსელების სისტემის  მნიშვნელოვან მოდერნიზებას ითვალისწინებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საუბარია 735 მილიონი ევროს ინვესტიციაზე მომდევნო წლების განმავლობაში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით, რომელთა შორის არიან - KFW, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი(EBRD) და მსოფლიო ბანკი.

„ვფიქრობთ, ამ ინვესტიციის შედეგად, შესაძლებელი გახდება საქართველოს ენერგოსისტემის ეფექტურობის გაზრდა, ექსპორტის და იმპორტის მნიშვნელოვანი ტექნიკური გაუმჯობესება, რაც რეგიონულ ქსელებში საქართველოს ინტეგრირებას რამდენჯერმე გააუმჯობესებს. ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია ასევე, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, რათა საქართველოში გენერაციის ობიექტებისთვის მოსაზიდი ინვესტიციები წავახალისოთ“, - განაცხადა პრემიერმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics