03:31 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 16:13:19, 1916 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი ინიციატივით გამოდის, საქართველოში შოთა რუსთაველის დღე დაწესდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ინიციატივით გამოდის, შოთა რუსთაველის დღე დაწესდეს.

 მთავრობის სხდომაზე პრემიერმა  კულტურისა და განათლების მინისტრებს აღნიშნულ საკითხზე მუშაობა დაავალა:

„შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ, რა თქმა უნდა, რუსთაველთან დაკავშირებულ არაერთ საზეიმო ღონისძიებას დავსწრებივართ და გაგვიმართავს, მაგრამ უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ, რომ საარჩევნო პროცესთან და გრძელვადიან წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ჩვენ ვერ შევძელით იმ დონეზე ამის აღნიშვნა, როგორც შეეფერებოდა ამ უდიდეს მწერალს. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ კარგი იქნებოდა, დაგვეწესებინა შოთა რუსთაველის დღე, რომელიც ყოველწლიურად გახდებოდა პოეზიის, ჰუმანიზმის ზეიმი და იქნებოდა საქართველოს წარმოჩენისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა. ვთხოვ, კულტურისა და განათლების მინისტრებს, რომ ამ საკითხზე იმუშაონ და მეტი კონკრეტიკა შევთავაზოთ საზოგადოებას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics