03:31 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 13:42:42, 2436 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
ქუმსიშვილი: ევროპის საინვესტიციო ბანკის მომავალი გეგმები მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის დიდი მხარდაჭერაა

„ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობა და მომავალი გეგმები ძალიან დიდი მხარდაჭერაა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ ინიცირებული რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის დაჩქარების და მეწარმეობის მხარდაჭერის კუთხით“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან სამი მნიშვნელოვანი საფინანსო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ.

ხელმოწერა სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართა და მას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი დაესწრნენ.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ქვეყნის განვითარებისათვის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების დაჩქარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

„დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულებების ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები იქნება ამის კიდევ ერთი მასტიმულირებელი ფაქტორი“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics