12:58 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-24 10:21:22, 512 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო: ევრობანკის ყოველწლიური შეხვედრისთვის დედაქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

 საქართველოს მხრიდან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველის, ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თავმჯდომარეობით, ფინანსთა სამინისტროში, ევრობანკის  ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოს მთავრობისა და EBRD-ის ორგანიზებით, დედაქალაქში უკვე მიმდინარე საორგანიზაციო სამუშაოები განიხილეს.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 
 
უწყების ცნობით, კომისიის წევრებმა  ინფრასტრუქტურული სამუშაოების  შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, რომელიც ამჟამად საქართველოს პარლამენტისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარეობს. 

როგორც აღინიშნა, ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის,  მასპინძელი ქვეყნის საინვესტიციო სესიის ორგანიზება იგეგმება, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს საინვესტიციო, ტურისტულ და კულტურულ შესაძლებლობებს. ორდღიან საერთაშორისო ფორუმს გააშუქებს თითქმის ყველა წამყვანი საერთაშორისო მედიასაშუალება, რომელთა მხრიდანაც ღონისძიებასთან დაკავშირებით უკვე დიდი დაინტერესება ფიქსირდება.
 
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, კომისიის წევრები გარკვეული პერიოდულობით მედიის თანდასწრებით ადგილზე გაეცნობიან მიმდინარე სამუშაოებს.
 მინისტრის თქმით, იმისთვის, რათა არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ღია და ხელმისაწვდომი იქნება ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში განხორციელებული თუ დაგეგმილი ყველა შესყიდვა/ტენდერი და ამის შესახებ დეტალურად ეცნობება მედიას





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics