03:27 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 17:01:34, 1315 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილმა შესაძლოა, ყრილობას ბოიკოტი გამოუცხადოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური არ გამორიცხავს, პარტიის ნაწილმა ყრილობას ბოიკოტი გამოუცხადოს, თუ "ენმ"-ს თავმჯდომარის პოსტზე კენჭისყრა იქნება.

როგორც წიკლაურმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე კენჭისყრა არ უნდა მოხდეს.

„მიმაჩნია, რომ თუ ამგვარი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს მოემსახურება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. ხელისუფლების მთავარი ამოცანა სააკაშვილის გამიჯვნა იყო მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებიდან. ეს არ გამოუვიდა და სამწუხარო იქნება, თუ ჩვენი თანამებრძოლების ხელით მოახერხებს ამას”, - განაცხადა წიკლაურმა.

მისივე ინფორმაციით, ყველა რეგიონული ორგანიზაცია მიხელ სააკაშვილის მიერ ინიცირებულ ყრილობის ვარიანტს უჭერს მხარს.

„თუ  ახალი თავმჯდომარის არჩევის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ერთ მხარეს იქნება მთელი პარტიული ორგანიზაცია და მეორე მხარეს პოლიტსაბჭოს წევრთა ჯგუფი, რომელსაც არანაირი გავლენა არ ექნება პარტიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი დესტრუქციული გადაწყვეტილება მიიღება, ძნელია სასიკეთო მოვლენების განვითარების პროგნოზირება. არ არის გამორიცხული ბოიკოტი გამოვუცხადოთ ყრილობასაც”, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics