14:49 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-11 15:26:01, 1120 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
უსუფაშვილი: ვვარაუდობ, მე და გუბაზ სანიკიძე სხვადასხვა ფლანგიდან გავაგრძელებთ ქვეყნის სამსახურს

პარლამენტის თავმდომარის დავით უსუფაშვილის ვარაუდით, ის და „ეროვნული ფორუმის“ ყოფილი წევრი გუბაზ სანიკიძე ქვეყნის სამსახურში საქმიანობას სხვადასხვა ფლანგიდან გააგრძელებენ. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა დღეს  ჟურნალისტებს განუცხადა.

„დარწმუნებიული ვარ,  გუბაზ სანიკიძესთან მექნება ისეთივე სათანამშრომლო და ძალიან კეთილგანწყობილი ადამიანური ურთიერთობა, რაც  თითქმის 25 წლის განმავლობაში მქონდა რაც შეეხება პოლიტიკურ გზებს, ვვარაუდობ, რომ ჩვენ სხვადასხვა ფლანგიდან გავაგრძელებთ ქვეყნის სამსახურს, ისევე პროდუქტიულად, როგორც დღემდე“,-აღნიშნა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ პარტია დატოვა.

გუბაზ სანკიძე პარტიის დატოვების მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ პოლიტიკაში რჩება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics