12:49 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 10:05:23, 967 ნახვა

სპორტი
პრემიერი ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს მადლობას უხდის

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ბანკის ანგარიშს გამოეხმაურა.

 მსოფლიო ბანკის ანგარიშით „Doing Business 2017” საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა - ნაცვლად შარშანდელი 23-ე ადგილისა, საქართველომ მე-16 ადგილზე გადაინაცვლა და შარშანდელი მონაცემები 7 პოზიციით გააუმჯობესა.

 პრემიერმა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

 „მისასალმებელია, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთა და დღეს, ჩვენ ვართ 190 ქვეყანაში, ათ ტოპ რეფორმატორთა სიაში. ეს დიდი შედეგია. მინდა ყველა თქვენგანს მადლობა გადავუხადო. განსაკუთრებული მადლობა კი მინდა ვუთხრა, ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებს. ამ ორმა სამინისტრომ ამ მიმართულებით განსაკუთრებული ძალისხმევა გაწია”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ ეს შედეგი თითოეული ჩვენი ინვესტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 „ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ ამ ინფორმაციის მიწოდება ყველა შესაძლო ინვესტორისთვის. ჩვენი მმართველობის პირობებში, არამხოლოდ ბიზნესის დაწყება არის იოლი, არამედ ჩვენ გვაქვს უმაღლეს პრინციპად გამოცხადებული ქონების საკუთრების ხელშეუხებლობა და საკუთრების დაცვა, და ძირითადი პუნქტები, რომლებშიც მიღწეულია პროგრესი, ეს გახლავთ ქონების რეგისტრაციის მიხედვით კრედიტის მიღება, მინორიტარული ინვესტირების უფლებების დაცვა, ბიზნესის დაწყება და მშენებლობის ნებართვა. ეს ის პუნქტებია, რომლებშიც მნიშვნელოვნად წინ წავიწიეთ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგის მიხედვით, რომელიც გამოხატავს ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი ვაჩვენეთ ქონების, განსაკუთრებით საკუთრების უფლების დაცვის მიმართულებით და ასევე არაერთი სხვა მიმართულებით",- განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics