14:10 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 18:54:58, 932 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: სანდრა რულოვსის ღიმილიანი სახის მიღმა ახალაიების და სააკაშვილის სადისტური რეჟიმი დგას

მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მასალა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ საქმე გვქონდა სადისტურ რეჟიმთან, მანიაკალური გადახრების მქონე ადამიანებთან, რომლებიც იყვნენ ხელისუფლების სათავეში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

როგორც კობახიძემ განაცხადა, 26 მაისის საქმე  აუცილებლად ბოლომდე უნდა გამოიძიონ.

„ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" სახე, რომლებმაც შეიწირეს ასეულობით ადამიანი. აუცილებლად ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული 26 მაისის საქმე და რაც მთავარია იმ ადამიანების მკვლელობის საქმე, რომლებიც იმ ღამით შეეწირნენ ამ დარბევას. ეს არი იყო დაშლა, ეს იყო სისხლიანი ანგარიშსწორება მშვიდობიან მომიტინგეებზე. არ შეიძლება ამ სადისტური ძალის მობრუნება ხელისუფლებაში. როგორი წარმოსადგენია, თუნდაც ოპოზიციური პარტია ერქვას ამ დანაშაულებრივი სისტემის მესვეურებს. სიმბოლურია, რომ ახლა ჩვენ სამეგრელოში ვართ და უნდა იცოდეს სამეგრელოს მოსახლეობამ, რომ სანდრას ღიმილიანი სახის მიღმა ასეთი რეჟიმი დგას, ახალაიების და სააკაშვილის სადისტური რეჟიმი", - აღნიშნა მანანა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics