13:10 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-08 16:26:49, 653 ნახვა

სამხედრო
მინდია ჯანელიძემ დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების დედებს უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების დედებს თავდაცვის უწყების შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში უმასპინძლა. მინდია ჯანელიძემ 2004 წლის საბრძოლო ოპერაციების დროს, 2008 წლის აგვისტოს ომისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების დედებს გაზაფხულის დადგომა და ქალთა თვე მიულოცა.

სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა ქალბატონებს გმირების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა და თანადგომა აღუთქვა: „დღეს, შედგა შეხვედრა ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების, დაღუპული გმირების ოჯახის წევრებთან, დედებთან. ჩვენ მათ მივულოცეთ დედის დღე და რვა მარტი. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები იმიტომ, რომ ჩვენი გმირი ჯარისკაცების ოჯახებთან ქართულმა ჯარმა კონტაქტი არ უნდა გაწყვიტოს და ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს. ჩვენ შესაძლებლობის ფარგლებში, სისტემატიურად ვუწევთ დახმარებას და მომავალშიც გავუწევთ; თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია ჯარისთვის ამ ოჯახებთან ერთად ყოფნა და, ზოგადად, იმ ტრადიციის ჩამოყალიბება, რომ ჩვენ დაღუპული  მებრძოლების ოჯახებს, მათ შვილებს, მათ დედებს არ ვივიწყებთ. შესაბამისად, მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდება“.

გმირი სამხედროების დედებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიმართა. მან ყურადღება დედების ამაგზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მათი ღვაწლი დღეს საქართველოს ისტორიის კუთვნილება.

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, გოჩა რატიანი და ლევან ღირსიაშვილი დაესწრნენ.
თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი ქალბატონებს გაესაუბრნენ, მათი პრობლემები პირადად მოისმინეს და ამ საკითხების კანონის ფარგლებში მოგვარებას დაპირდნენ.
შეხვედრის დასასრულს, დაღუპული სამხედროების დედებს ერთჯერადი ფულადი დახმარება და ყვავილები გადაეცათ.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics