13:10 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-16 18:50:21, 706 ნახვა

რეგიონი
თეა წულუკიანმა ონში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა

სახელმწიფო და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისი ერთ სივრცეში − იუსტიციის სახლის სწრაფი და კომფორტული მომსახურება სულ მალე ონელებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.

რაჭაში მშენებარე იუსტიციის სახლს დღეს მინისტრი თეა წულუკიანი ესტუმრა. იგი პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და მშენებლობაზე დასაქმებულებს გაესაუბრა. წულუკიანთან ერთად ონში მიმდინარე მშენებლობა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძემ დაათვალიერა.

„ონის იუსტიციის სახლი ერთ-ერთია იმ ოთხი ფილიალიდან, რომლებიც 2016 წლის ბოლომდე გაიხსნება. მშენებლობა მიმდინარეობს ასევე ახალქალაქსა და ლაგოდეხში, ხოლო უკვე გაიხსნა ბორჯომის იუსტიციის სახლი. ონის იუსტიციის სახლში იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე სსიპ-ის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროს, საქართველოს ეროვნული არქივისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს − ოფისებიც განთავსდება. აქვე მოეწყობა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენინგების ოთახი. ონის იუსტიციის სახლი შოვისკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე მდებარეობს და ის მოემსახურება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ტურისტებსა და დამსვენებლებს. ონის იუსტიციის სახლის პროექტი არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანს ეკუთვნის. შენობის ფართი 590 კვადრატული მეტრია. ტენდერი ონის ფილიალის მშენებლობისთვის 2015 წლის მაისში გამოცხადდა. ონის იუსტიციის სახლში 25 პირი დასაქმდება“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics