12:36 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-22 14:53:14, 643 ნახვა

სხვადასხვა
საიამ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების მიმართ უფლებათა დარღვევის ფაქტებზე გაეროში ანგარიში წარადგინა

მიმდინარე წლის  წლის16 მარტს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი რუსეთის ფედერაციის ანგარიშს განიხილავს. საიამ და ადამიანის უფლებათა ეროვნულმა ინსტიტუტმა, ადამიანის უფლებათა პრიორიტეტთან თანამშრომლობით, კომიტეტში პარალელური ანგარიში  წარადგინა.

ანგარიში ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ომის შემდგომ და მიმდინარე მავთულხლართების მშენებლობის გამო საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დარღვევას. შეგახსენებთ, რომ საზღვრის მონიშვნის მიზნით მავთულხლართების მშენებლობა კვლავ გრძელდება. 

საიას და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე à

http://tbinternet.ohchr.org/_layouts/treatybodyexternal/Download.aspx?symbolno=INT%2FCCPR%2FPOW%2F113%2F22617&Lang=en

საქართველოს ახალგზრდა იურისტთა ასოციცია რუსეთის წინააღმდეგ,  2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებულ 400-მდე საქართველოს მოქალაქეს ინტერესებს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოადგენს. საია ასევე იცავს რუსი მესაზღვრეების მიერ საზღვრის უკანონო გადმოწევის გამო (2013 წელი, სექტემბერი)  სოფელი დვანის 19 დაზარალებულ მაცხოვრებელს.
 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics