12:37 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-20 11:00:39, 831 ნახვა

სპორტი
„არჩევნები ყალბია“, - პროფესორი ხმის მიცემის უფლების შეზღუდვას აპროტესტებს

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მიმდინარეობს, რასაც  გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის პროფესორი, თამაზ კალაძე აპროტესტებს.

პროფესორი ადგილზე მივიდა ტრანსფარანტით - „არჩევნები ყალბია“. იგი არჩევნების უკანონობაზე საუბრობს.

თამაზ კალაძე აცხადებს, რომ მას უკანონოდ შეეზღუდა არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება.

„ჩემთან ერთად, კიდევ 150 ადამიანს, გამოყენებითი მათემატიკისა და მაღალი ენერგიების ფიზიკის უნივერსიტეტიდან, შეზღუდული აქვთ ხმის მიცემის უფლება“, - აცხადებს თამაზ კალაძე.

ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნები 10:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათამდე გაგრძელდება.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელს უნივერსიტეტის აკადემიური, ან სამეცნიერო თანამდებობის პირი ირჩევს, რომელსაც დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი აქვს.

კენჭისყრის პროცედურა თსუ-ს პირველ კორპუსში, სააქტო დარბაზის ფოიეში იმართება. კენჭისყრას 16 ინდივიდუალური პირი და 4 არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics