2025-12-08 10:01:22, 934 ნახვა
მსოფლიო
სირია ასადის რეჟიმის დამხობის პირველ წლისთავს აღნიშნავს
ზუსტად ერთი წლის წინ, სირიაში ყოფილი რეჟიმი დაემხო. 2024 წლის 8 დეკემბერს, შეიარაღებული ოპოზიციური ძალები, რომლებსაც ჰუმანიტარული დაჯგუფება „ჰით თაიმსის“ მაშინდელი ლიდერი ალ-ჯულანი (ალ-შარაა) ხელმძღვანელობდა, დამასკოში შევიდნენ, რითაც სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ასადის ხელმძღვანელობით „ბაასის“ პარტიის 50 წელზე მეტი ხნის მმართველობა დასრულდა. ასადი ქვეყნიდან გაიქცა და ამჟამად რუსეთში იმყოფება.
სირიის პრეზიდენტმა ალ-შარაამ, რომელმაც გარდამავალი მთავრობის ხელმძღვანელობა იკისრა, დღეს დამასკოში, უმაიადის მეჩეთში დილის ლოცვა აღავლინა და სიტყვით გამოვიდა. ამასობაში, მოქალაქეები ქუჩებში გამოდიან წლისთავის აღსანიშნავად. საზღვარგარეთ სირიული საზოგადოების წარმომადგენლებიც მართავენ სადღესასწაულო ღონისძიებებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,