13:34 - 12 Apr, 2026
|
2025-09-16 13:56:49, 2578 ნახვა
მსოფლიო
გაერო-ს კომისია - ისრაელმა ღაზაში გენოციდი ჩაიდინა
გაერო-ს საგამოძიებო კომისიის დასკვნის მიხედვით, ისრაელმა ღაზაში გენოციდი ჩაიდინა. კომისიის ხელმძღვანელის, ნავი პილაის განცხადებით, სასტიკ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა უმაღლესი დონის ისრაელის ოფიციალურ პირებს ეკისრებათ. მისი თქმით, კომისიამ გენოციდის დასადასტურებლად 16 000-ზე მეტი მტკიცებულება შეაგროვა. „ღაზაში გენოციდი მიმდინარეობს. უმაღლესი დონის ისრაელის ოფიციალური პირები უკვე თითქმის ორი წელია ახორციელებენ სასტიკ დანაშაულებს, კონკრეტული მოტივით – გაანადგურონ ღაზაში მცხოვრები პალესტინელები,“ – განაცხადა პილაიმ. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაერო-ს კომისიის დასკვნა უარყო და აღნიშნა, რომ დოკუმენტი „ჰამასის ტყუილებზეა დაფუძნებული“.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)