03:14 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-08 10:16:15, 1027 ნახვა

მსოფლიო
სტამბულში ერდოღანის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებმა იფეთქა

სტამბოლში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც პოლიციამ ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის შტაბ-ბინა დაბლოკა.

ოპოზიციამ სიტუაციას „ალყა“ უწოდა და ხელისუფლება პოლიტიკურ გადატრიალებაში დაადანაშაულა - CHP-ის ხელმძღვანელობა თანამდებობიდან გადააყენეს, ხოლო პარტიის მართვა დროებით საბჭოს გადაეცა.

დემონსტრანტები ქუჩებში ერდოღანის გადაწყვეტილებების წინააღმდეგ გამოვიდნენ და ისინი რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული მთავარი ძალის განადგურების მცდელობად მიიჩნიეს.

CHP-ის სტამბოლის ფილიალის ხელმძღვანელობის თანამდებობიდან გადაყენება პირდაპირ კავშირშია სტამბოლის ყოფილი მერის, ეკრემ იმამოღლუს საქმესთან. ის მაისში დააკავეს კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით.

იმამოღლუ 2028 წლის არჩევნებში ერდოღანის მთავარ მეტოქედ ითვლებოდა, ამიტომ თურქეთში მისი საქმე კონკურენტის პოლიტიკურად მოტივირებულ აღმოფხვრად აღიქმება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics