15:11 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-13 17:04:54, 1963 ნახვა

ეკონომიკა
კონკურენცია არ იზღუდება - ეროვნული ბანკი ბაზისბანკის მიერ ლიბერთის შესყიდვაზე

ეროვნული ბანკის შეფასებით, ბაზისბანკის მიერ ლიბერთი ბანკის შესყიდვა ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის ეფექტის მქონე არ იქნება. ამის შესახებ სებ-ის კონკურენციის კომიტეტის გადაწყვეტილებაში არის აღნიშნული.

"საქართველოს ეროვნულ ბანკში 2025 წლის 8 ივლისს წარმოდგენილ იქნა შეტყობინება სს „ბაზისბანკსა“ და სს „ლიბერთი ბანკს“ შორის დაგეგმილი კონცენტრაციის თაობაზე.

წარმოდგენილი შეტყობინების თანახმად, კონცენტრაციის ფარგლებში, სს „ბაზისბანკი“ გეგმავს სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების 95.99%-ის შეძენას. აქციების შეძენის შემდგომ პერიოდში, სს „ლიბერთი ბანკი“ გააგრძელებს საქმიანობას არსებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით, როგორც სს „ბაზისბანკის“ შვილობილი კომპანია, შემდგომი პერიოდი - ტრანზაქციის განხორციელებიდან 9-12 თვე გამოყენებული იქნება სს „ლიბერთი ბანკის“ სს „ბაზისბანკთან“ საბოლოო შერწყმის უზრუნველსაყოფად.

ეროვნულმა ბანკმა განიხილა სს „ბაზისბანკის“ მიერ სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის საკითხი და დაადგინა, რომ კონცენტრაცია არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას შესაბამის ბაზარზე და იგი თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.

წარმოდგენილი შეტყობინების განხილვის ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა შესაბამის ბაზრად განსაზღვრა სასესხო პროდუქტების ბაზარი, რამდენადაც ორივე ბანკის შემთხვევაში, მიღებული შემოსავლის ძირითად ნაწილს შეადგენს სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავლები. შესაბამის ბაზარზე სს „ბაზისბანკის“ წილმა შეადგინა 4,51 %, ხოლო სს „ლიბერთი ბანკის“ წილმა - 5,6 %. ამდენად, დადგინდა, რომ კონცენტრაციის შედეგად მიღებულ საერთო საბაზრო წილი შეადგენს 10,11 %-ს.

ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაითვალისწინა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 28 მაისის №68/04 ბრძანებით დამტკიცებული „ბაზრის ანალიზისა და კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის“ მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი სამართლებრივი რეგულირება, რომლის მიხედვითაც, თუ კონცენტრაციის შედეგად შესაბამის ბაზარზე ეკონომიკურ აგენტთა ერთობლივი საბაზრო წილი არ აღემატება 15%-ს, ასეთი კონცენტრაცია ივარაუდება, რომ არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის დონის მაჩვენებელი (ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი) კონცენტრაციის შედეგად იზრდება მხოლოდ 50.49 ერთეულით, რაც არსებული სამართლებრივი რეგულირების გათვალისწინებით, დასაშვებ ცვლილებად ითვლება,"- ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics