17:03 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-08 22:04:08, 2831 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 331.3 მილიონი დოლარით გაიზარდა

2025 წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოს საერთაშორისო ვალუტის რეზერვები 331.3 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 5.0 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ვალუტის რეზერვების მოცულობა 348 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საერთაშორისო ვალუტის რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

რეზერვების ზრდაზე გავლენა იქონია ეროვნული ბანკის მიერ ვალუტის შესყიდვების გააქტიურებამ. ივლისის შესყიდვების მოცულობა ჯერ არ არის ცნობილი, ეროვნული ბანკი მას 25 აგვისტოს გამოაქვეყნებს, თუმცა ცნობილია, რომ ივნისში შესყიდვების მოცულობამ 266 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ნახევრის შესყიდვების მოცულობამ - 880 მილიონი აშშ დოლარი.

„2025 წლის ივლისის მონაცემებით, ოქროს წილი საერთაშორისო ვალუტის რეზერვების მთლიან მოცულობაში 15.1%-ს შეადგენს (757 მილიონი აშშ დოლარი). ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება მისი შეძენის შემდეგ 257 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ადასტურებს ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის ვალიდურობას.

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 8 სექტემბერს გამოაქვეყნებს“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics