04:00 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-02 13:57:27, 2597 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის სამარის ოლქში დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის სამარის ოლქში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, ვიაჩესლავ ფედორიშჩევზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს დილით მტრის დრონები ნოვოკუიბიშევსკში ერთ-ერთ სამრეწველო საწარმოს თავს დაესხნენ. ადგილზე ოპერატიული სამსახურები მუშაობენ“, - წერს ვიაჩესლავ ფედორიშჩევი „ტელეგრამის“ არხზე.

ასევე, ფედორიშჩევის ცნობით, დრონებით თავდახმის შემდეგ ოლქში მობილურ ინტერნეტზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა და სამარის აეროპორტმა დროებით მუშაობა შეაჩერა.

აფეთქებების ხმა ისმოდა პენზისა და რიაზანის ოლქებშიც.

რუსული „ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, პენზის ოლქში დრონები ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემების საწარმოს ტერიტორიაზე, ხოლო რიაზანის ოლქში დიაგილევოს აეროდრომთან ახლოს ჩამოვარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics