23:45 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-25 12:04:48, 2242 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკში ბიზნეს ანგარიშის გახსნა ონლაინ 2 წუთშია შესაძლებელი

საქართველოს ბანკმა მეწარმეებს ბიზნესის დაწყების პროცესი კიდევ უფრო გაუმარტივა. საქართველოს ბანკის ფილიალში ან იუსტიციის სახლში შპს-ს ან ინდმეწარმის სტატუსით რეგისტრაციის შემდეგ, ბიზნესს შესაძლებლობა აქვს,  საბანკო ანგარიში ონლაინ, სულ რაღაც 2 წუთში გახსნას.

ანგარიშის გახსნა შესაძლებელია ნებისმიერ დროს და ადგილიდან — ონლაინ, საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკით ან საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან.

ახლადრეგისტრირებული ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, სასტარტო ბიზნეს ნაკრები 6 თვის ვადით ყოველგვარი საკომისიოს გარეშე გააქტიურონ. ნაკრები ბიზნესისთვის საჭირო სერვისებს, უფასო პროდუქტებსა და კომუნალურებს, განაღდების მაღალი ლიმიტსა და სხვა უპირატესობებს აერთიანებს.

გარდა ამისა, საჩუქრების კამპანიის ფარგლებში, ამჟამად ახლადრეგისტრირებულ ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, ციფრული არხებიდან (ბიზნეს ინტერნეტბანკი ან მობილბანკი) გააქტიუროს ბიზნეს ნაკრები M საკომისიოს გარეშე 3 თვის განმავლობაში. კამპანიაში მონაწილე ბიზნესები ასევე საჩუქრად მიიღებენ MasterCard ბიზნეს ბარათს რომელზეც კამპანიის პერიოდში ნებისმიერ გადახდაზე 2%-იანი ქეშბექი დაერიცხებათ (მაქსიმუმ 500 ლარამდე);

დამატებით, მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, ორი სარგებლიდან აირჩიოს ერთ-ერთი :

  • საკომისიოს გარეშე გადარიცხვები ეროვნულ ვალუტაში, მათ შორის სახაზინო გადარიცხვებიც;
  • ან საკომისიოს გარეშე გადარიცხვები უცხოურ ვალუტაში.

ასევე, ყველა მომხმარებელი ავტომატურად ჩაერთვება კამპანიში სადაც მინიმუმ 50 ლარიან ტრანზაქციებზე შესაძლებლობა აქვთ, შემდეგი ფულადი პრიზები მიიღონ:

  • ყოველი მე-1000 ტრანზაქცია – 100 ლარი;
  • ყოველი მე-10 000 ტრანზაქცია – 12 500 ლარი.

რაც მთავარია, ანგარიშის გახსნის შემდეგ, ბიზნესებს შეუძლიათ ყოველდღიური პროცესები ბიზნეს მობილბანკით კიდევ უფრო გაიმარტივონ:

·       შეასრულონ ტრანზაქციები ნებისმიერ დროსა და ადგილას;

·       აკონტროლონ ფინანსური მდგომარეობა;

·       მიიღონ ამონაწერი;

·       ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით და სხვა.

ბიზნეს მობილბანკის გადმოსაწერად ეწვიეთ ბმულს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics