20:36 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-18 21:48:04, 1213 ნახვა

მსოფლიო
NetBlocks - ირანში, ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი თითქმის სრულად გათიშულია

ორგანიზაცია NetBlock-ის ცნობით, ირანში, ისრაელთან მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ფონზე, 18 ივნისს ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი თითქმის სრულად გაითიშა. 

"ამ დროის მონაცემები აჩვენებენ, რომ ირანში ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი თითქმის სრულად გათიშულია; ინციდენტს წინ უძღვის ადრინდელი ნაწილობრივი შეფერხებების სერია და ხდება ისრაელთან სამხედრო დაძაბულობის ფონზე, რამდენიმე დღის განმავლობაში ორმხრივი სარაკეტო იერიშების შემდეგ". - წერს X-ზე NetBlocks. 

მედიაში ვრცელდება ცნობები ირანში არსებულ სხვა საკომუნიკაციო პრობლემებზეც. როგორც NYT წერს, ქვეყნის მასშტაბით მობილურ ტელეფონებზე დარეკვაც "უკიდურესად რთული გახდა". 

ინტერნეტის მასშტაბური გათიშვისა და საკომუნიკაციო პრობლემების შესახებ აღნიშნულ ბოლოდროინდელ ცნობებს წინ უძღვის ირანის რამდენიმე რეგიონში ინტერნეტის ნაწილობრივი შეფერხების შემთხვევები. 

ცნობისთვის, 13 ივნისს ირანის კომუნიკაციის სამინისტრომ განაცხადა, რომ სიტუაციის გამო "ქვეყნის ინტერნეტზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა", რის შედეგადაც ირანელებს ინტერნეტში უცხოურ საინფორმაციო წყაროებზე წვდომა შეეზღუდათ. 

ამის საპასუხოდ, 14 ივნისს ამერიკელმა მილიარდერმა ბიზნესმენმა, ილონ მასკმა თქვა, რომ ირანში Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics