20:37 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-18 14:44:37, 723 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი - ისრაელის სახელმწიფო ტერორიზმის წინააღმდეგ ირანს საკუთარი თავის დაცვის ბუნებრივი უფლება აქვს

ისრაელის სახელმწიფო ტერორიზმის წინააღმდეგ ირანს საკუთარი თავის დაცვის ბუნებრივი უფლება აქვს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„სრულიად ბუნებრივი, ლეგიტიმური და კანონიერია, რომ ირანმა ისრაელის ბანდიტიზმისა და სახელმწიფო ტერორიზმისგან თავი დაიცვას. ირანის წინააღმდეგ ისრაელის ტერორისტულ თავდასხმებს ყურადღებით ვაკვირდებით. ამ თავდასხმების თურქეთზე პოტენციური გავლენის გამო ჩვენი ყველა ინსტიტუტი მზადყოფნაშია“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მისი თქმით, ყველაფერს აკეთებს, რომ „ღაზას, სირიის, ლიბანის, იემენისა და ირანის წინააღმდეგ არაადამიანური აგრესია შეაჩეროს“.

„ნეთანიაჰუმ ტირან ჰიტლერს გენოციდის დანაშაულების ჩადენის მხრივ დიდი ხანია გადაასწრო. ვიმედოვნებთ, რომ მათი ბედი მსგავსი არ იქნება. მშვიდობიანი მოქალაქეების, ჩვილებისა და ბავშვების სისხლში ხელები გასვრილი არა მხოლოდ ისრაელის მხარდამჭერებს აქვთ, არამედ მათაც, ვინც დუმს“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics