20:35 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-15 12:06:48, 749 ნახვა

მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - ირანის პრეზიდენტს ვესაუბრე - ბირთვული პროგრამის საკითხი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშკიანს ესაუბრა.

აღნიშნულის შესახებ მაკრონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მისი თქმით, ირანის პრეზიდენტისადმი მისი პირველი გზავნილი საფრანგეთის ორი მოქალაქის გათავისუფლება იყო.

"ჩემი პირველი გზავნილი იყო ჩვენი თანამემამულეების, სესილ კოლერისა და ჟაკ პარიზის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნა, რომლებიც ირანის რეჟიმის მიერ სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიუღებელ პირობებში მძევლები არიან.რეგიონში დესტაბილიზაციის სერიოზული რისკის გათვალისწინებით, მოვუწოდე, რომ ჩვენი დიპლომატიური ობიექტები და მოქალაქეები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდნენ სამიზნე. ასევე მოვუწოდე მაქსიმალური თავშეკავებისკენ ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

ირანის ბირთვული პროგრამასერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ის მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს. ამიტომ, მოვუწოდე პრეზიდენტ ფეზეშკიანს, სწრაფად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას შეთანხმების მისაღწევად - ეს დეესკალაციის ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი გზაა.ჩვენ მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ და მობილიზება მოვახდინოთ ყველა ჩვენი ძალისხმევის ამ მიზნის მისაღწევად”,- წერს მაკრონი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics