21:26 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-01 13:39:08, 877 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში მომხდარ აფეთქებებს ტერორისტული აქტების კვალიფიკაცია მიანიჭა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში რკინიგზაზე მომხდარ აფეთქებებს ტერორისტული აქტების კვალიფიკაცია მიანიჭა, - ამის შესახებ დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სვეტლანა პეტრენკომ რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრე ბასტრიკინის დავალებით, ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში მომხდარი ინციდენტების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეები მთავარ საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცა.

„რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის დავალებით, ბრიანსკის და კურსკის ოლქებში მომხდარი ინციდენტების ფაქტებზე სისხლის სამართლის საქმეები სააგენტოს მთავარ საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცა“, - აღნიშნა პეტრენკომ.

ცნობისთვის, უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ოლქებში, ბრიანსკსა და კურსკში, ღამით ორი ხიდი ჩამოინგრა. ბრიანსკში ხიდის ჩამონგრევის გამო სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივი და ვაგონები ლიანდაგებიდან გადავიდა. დაიღუპა სულ მცირე შვიდი ადამიანი და დაშავდა 66. მოსკოვის რკინიგზამ Telegram-ზე განაცხადა, რომ ხიდი „უკანონო ჩარევის“ შედეგად ჩამოინგრა. მოგვიანებით, რუსეთის რკინიგზამ განაცხადა, რომ ღამით, კურსკის ოლქში ხიდის ჩანგრევის გამო, დიზელის ლოკომოტივი და სატვირთო მატარებლის სამი სატვირთო ვაგონი ლიანდაგებიდან გადავიდა. ინციდენტის შედეგად, ლოკომოტივის მძღოლმა ფეხის ტრავმა მიიღო, სხვა არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა რამე კავშირი აღნიშნულ ორ ინციდენტს შორის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics