03:16 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-29 16:05:30, 795 ნახვა

მსოფლიო
გრიგორი კარასინი - მოსკოვსა და თბილისს ერთმანეთის კარგად ესმით, მთავარია, ამ ურთიერთობებს ევროპელებმა ხელი არ შეუშალონ

შესაძლოა, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები გააქტიურდეს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა.

„საჰაერო მიმოსვლის გააქტიურების, მათ შორის პირდაპირი ფრენების საკითხი დგას. ეს პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ მისი დაჩქარება საჭირო არ არის“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის „დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხის ახლავე გადაწყვეტა შესანიშნავი იქნებოდა“.

„ვფიქრობ, მოსკოვსა და თბილისს ერთმანეთის კარგად ესმით. მთავარია, ამ ურთიერთობებს ევროპელებმა ხელი არ შეუშალონ, რომლებიც ახლა ზელენსკის არაგონივრული საქმეების გაკეთებას აიძულებენ. ისინი საქართველოს ხელში ჩაგდებას ცდილობენ“, - აღნიშნა კარასინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics