02:56 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-28 16:43:38, 623 ნახვა

მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი - გერმანია უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების წარმოებას დააფინანსებს

გერმანია უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების წარმოებას დააფინანსებს, -ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბერლინში, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

Taurus-ის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ დასმულ შეკითხვაზე, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა უპასუხა, რომ გერმანია გეგმავს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები უკრაინასთან ერთად აწარმოოს.

„შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა გაგრძელდება და გაფართოვდება, რათა უკრაინამ ახლაც და მომავალშიც რუსული აგრესიისგან თავის დაცვა შეძლოს. ამასთან დაკავშირებით, მინდა ვთქვა, რომ უკრაინისთვის Starlink-ის მნიშვნელოვან ნაწილს დავაფინანსებთ“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

მისი თქმით, გერმანიას უკრაინაში მუდმივი მშვიდობა სურს.

„ჩვენი თავდაცვის მინისტრები შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ. რაკეტების მოქმედების მანძილზე შეზღუდვები არ იქნება, რათა უკრაინამ საკუთარი თავის დაცვა შეძლოს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics