10:16 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-27 09:48:27, 6712 ნახვა

მსოფლიო
პალესტინელი ოფიციალური პირის თქმით, „ჰამასი“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებულ წინადადებას დათანხმდა

პალესტინელი ოფიციალური პირის თქმით, „ჰამასი“ დათანხმდა აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის წინადადებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, „ჰამასთან“ დაახლოებულმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა, რომ წინადადება, რომელიც ითვალისწინებს 10 მძევლის გათავისუფლებას და 70-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, ჰამასმა შუამავლების მეშვეობით მიიღო.

„წინადადება მოიცავს „ჰამასის“ მიერ დაკავებული 10 ცოცხალი ისრაელელი მძევლის ორ ჯგუფად გათავისუფლებას, 70-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზას სექტორიდან ისრაელის ჯარების ნაწილობრივი გაყვანის სანაცვლოდ“, - აღნიშნა წყარომ.

მისი თქმით, შეთანხმება ასევე მოიცავს ისრაელის მიერ რამდენიმე პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას.

ამასთან, ისრაელის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა უარყო, რომ წინადადება ვაშინგტონის მიერ იყო შეთავაზებული და დასძინა, რომ ისრაელის ვერც ერთი მთავრობა ვერ მიიღებს მას.

უიტკოფმა ასევე უარყო მოსაზრება, რომ „ჰამასმა“ მიიღო მისი შეთავაზება მძევლების გათავისუფლებისა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და გამოცემას განუცხადა, რომ ის, რაც ნახა, სრულიად მიუღებელია და მის მიერ შეთავაზებულ წინადადებას არ ემთხვევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics