21:15 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-15 15:32:29, 606 ნახვა

ეკონომიკა
თიბისი ლიზინგმა EBRD-ისგან 11 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

  13 მაისს, ლონდონში, თიბისი ლიზინგს და EBRD-ს შორის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს უმსხვილესმა სალიზინგო კომპანიამ 11 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი მოიზიდა.

 აღნიშნული ტრანზაქცია ინსტიტუტებს შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთი ნაწილია და ასახავს ორგანიზაციების მზაობას, ხელი შეუწყონ ქართული ბიზნესების, განსაკუთრებით კი, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას.

დაფინანსების 50% მიმართული იქნება მწვანე ინვესტიციებზე, რაც კომპანიებს საშუალებას მისცემს ისარგებლონ სპეციალური სალიზინგო პროდუქტებით განახლებადი ენერგიის და მდგრადობაზე ორიენტირებული აქტივების მიმართულებით.  მეტ ქართულ კომპანიას ექნება საშუალება გაეცნონ მსოფლიო ტენდენციებს გარემოსდაცვითი, მდგრადი გადაწყვეტილებების მიმართულებით და მიიღონ დაფინანსება საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის.

"პირველ რიგში, მოხარულები ვართ, რომ ისეთ საიმედო პარტნიორთან, როგორიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია მრავალწლიან თანამშრომლობას კიდევ უფრო ვაღრმავებთ, რაც ხელმოწერილი ხელშეკრულებითაც დასტურდება. ჩვენი საერთო ძალისხმევა მიმართულია საქართველოს მცირე და საშუალო სექტორის გაძლიერებისკენ, რისი ერთ-ერთი გზაც მდგრადი განვითარება და მწვანე დაფინანსებაზე გაზრდილი წვდომაა. მოზიდული 11 მილიონი ევროს რესურსი,   სწრაფად განვითარებად ბაზარზე SME (მცირე და საშუალო საწარმოების) მხარდაჭერას მოხმარდება" - გაიოზ გოგუა, თიბისი ლიზინგის დირექტორი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics