|
2025-04-30 14:52:09, 594 ნახვა
ეკონომიკა
სელფი მობაილი „ქოლგა თბილისი ფოტო 2025“-ის პარტნიორია
სელფი მობაილი, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, რეგიონში ყველაზე გამორჩეული ფოტოხელოვნების ფესტივალის, „ქოლგა თბილისი ფოტო 2025“-ის პარტნიორი და მობილური ფოტოგრაფიის კატეგორიის სპონსორია. ფოტოხელოვნების სფეროს განვითარების მიზნით, ქოლგა თბილისი ფოტო უკვე 23 წელია რაც აერთიანებს დამწყებ და პროფესიონალ ფოტოგრაფებს საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან. წელსაც, ტრადიციულად, ფესტივალი უმასპინძლებს საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებს და საზოგადოებას გააცნობს რჩეულ ფოტონამუშევრებს. ფოტოკონკურსის კვირეული იხსნება დაჯილდოების ცერემონიალით, სადაც საერთაშორისო ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს შემდეგ კატეგორიებში: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, საუკეთესო ერთი კადრი და მობილური ფოტო. ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება მასტერკლასები, ვორქშოფები, სემინარები და დისკუსიები. „სელფი მობაილის მოწოდებაა ხელი შეუწყოს ადამიანებს შორის გულწრფელ კავშირსა და ურთიერთობას. ფოტოხელოვნება სწორედ ასეთი კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობად მიგვაჩნია, ხოლო საკუთრივ “ქოლგა თბილისი ფოტო” - პლატფორმად, რომელიც სხვადასხვა კულტურას შორის დიალოგის შესანიშნავი ფორმატია,” - აცხადებენ სელფი მობაილში. ფესტივალი იმართება 2-6 მაისს. გაეცანით პროგრამას ბმულზე.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)