16:22 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-29 10:06:40, 655 ნახვა

მსოფლიო
მედია - ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი შინ ბეთის უფროსზე, რონენ ბარზე დაყრდნობით ავრცელებს.

რონენ ბარის განცხადებით, პირად პასუხისმგებლობას იღებს იმის გამო, რომ სააგენტომ 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმა ვერ აღკვეთა.

ბარი შინ ბეთის უფროსის თანამდებობას ოფიციალურად 15 ივნისს დატოვებს.

როგორც გამოცემა წერს, ბარის გადადგომას წინ უსწრებდა მისი კრიტიკა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ მისი გადადგომის მოთხოვნა. გასულ თვეში ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა მისი გადაყენების შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

ბარის გათავისუფლების საქმეს ისრაელის უზენაესი სასამართლო განიხილავს. შინ ბეთის უფროსის განცხადებით, უზენაეს სასამართლოსთან ითანამშრომლებს, რათა სააგენტო მომავალში პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი დარჩეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics