16:42 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-18 12:32:19, 504 ნახვა

მსოფლიო
ჰააგის სასამართლომ უნგრეთში ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტის გამო გამოძიება დაიწყო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უნგრეთის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამის მიზეზია ბუდაპეშტში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტი, რომელზეც ჰააგის სასამართლოს დაკავების ორდერი აქვს გაცემული.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აინტერესებს, რატომ არ დააკავეს ბენიამინ ნეთანიაჰუ უნგრეთში ყოფნის დროს.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება უნგრეთის მიერ რომის სტატუტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაიწყო.

უნგრეთს საკუთარი პოზიციის დასაცავად მტკიცებულებების წარსადგენად ვადა 23 მაისამდე აქვს.

ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტის დრო განაცხადა, რომ ბუდაპეშტი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს დატოვებს, რადგანაც ჰააგის სასამართლო აღარ არის მიუკერძოებელი და ის პოლიტიკურ სასამართლოდ გადაიქცა.

„ევრონიუსი“ იტყობინება, რომ უნგრეთის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის პროცედურებს, სულ მცირე, ერთი წელი დასჭირდება. ამის შემდეგ უნგრეთი გახდება ევროკავშირის ერთადერთი წევრი, რომელიც ჰააგის სასამართლოს წევრი აღარ იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics