2025-04-16 14:26:17, 609 ნახვა
მსოფლიო
Nato-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე მოლდოვაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. NATO-ს გენერალური მდივანი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა.
როგორც აღნიშნულია მოლდოვის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე, ლიდერებმა მოლდოვასა და NATO-ს თანამშრომლობა, რეგიონული უსაფრთხოება და ჰიბრიდული საფრთხეები განიხილეს.
"მოხარული ვარ, რომ კიშინიოვში NATO-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს მოლდოვა-NATO-ს თანამშრომლობის, რეგიონული უსაფრთხოებისა და ჰიბრიდული საფრთხეების, მათ შორის კიბერშეტევების განსახილველად შევხვდი.
მადლობელი ვარ NATO-ს მხარდაჭერისთვის, რომელიც მოლდოვის გაძლიერებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვაზეა მიმართული," - წერს სანდუ თავის X-ზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,