22:47 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-13 15:22:33, 842 ნახვა

მსოფლიო
გიტანას ნაუსედა სუმზე თავდასხმაზე - ცივილიზებულმა სამყარომ ძალა უნდა გამოიყენოს ამ ბარბაროსების შესაჩერებლად

კიდევ ერთი საზიზღარი რუსული ომის დანაშაული - ამჯერად სუმის გულში. ეს არის სილის გაწვნა ყველასთვის, ვინც ეძებს და სურს მშვიდობა, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ცივილიზებულმა სამყარომ ძალა უნდა გამოიყენოს ამ ბარბაროსების შესაჩერებლად, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას და ბავშვებს კლავენ“, - აცხადებს ლიეტუვის პრეზიდენტი.

მისი თქმით, ლიეტუვა კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს უკრაინას და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მანამ, სანამ სამართლიანი მშვიდობა არ იქნება მიღწეული.

შეგახსენებთ, დღეს დილით რუსებმა სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 24 ადამიანი, 80-ზე მეტი კი - დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics